გიორგი რუხაძე - "ქართული ოცნება" აღარ არის სასურველი სტუმარი არსად და ეს ნელ-ნელა გადაითარგმნება საერთაშორისო ფორუმებში ცარიელ სკამებში

ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნება" აღარ არის სასურველი სტუმარი არსად და ეს ნელ-ნელა გადაითარგმნება საერთაშორისო ფორუმებში ცარიელ სკამებში, რაც ვნახეთ ევრონესტში, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო ფორუმებზე ხელისუფლების ნაცვლად ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი.
"ქართული ოცნება" აღარ არის სასურველი სტუმარი არსად და ეს ნელ-ნელა გადაითარგმნება საერთაშორისო ფორუმებში ცარიელ სკამებში, რაც ვნახეთ ევრონესტში. ხანდახან არ მივლენ თვითონ, ხანდახან არ დაპატიჟებენ, საბოლოო ჯამში კი, მივალთ იქამდე, რომ ნებისმიერ საერთაშორისო მნიშვნელოვან ფორუმებზე უკვე წარმოდგენილი იქნება არა "ქართული ოცნება", არამედ დემოკრატიული ოპოზიცია, როგორც უკვე ახლაა წარმოდგენილი ევრონესტზე.
ეს ხდება ჩვეულებრივი ამბავი, როდესაც ქვეყანაში ხდება დიქტატურა და მმართველი ძალა არის ავტორიტარული რეჟიმი", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილით მიმართავს, სადაც განმარტავს, თუ რატომ შეიკავა თავი საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. როგორც მახაშვილი აღნიშნავს, მმართველი გუნდი „შეშფოთებულია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ისევე, როგორც მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, რომელთა მტრული რიტორიკა და ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს“.
თაგები:
გიორგი რუხაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


