Logo

გიორგი რუხაძე - მართლაც ძალიან კარგი ამბავია, ეს არის იმ თავგანწირული ადამიანების დამსახურება, რომლებიც 160 დღეზე მეტია ქუჩაშია

პოლიტიკა
16 საათის წინ / 00:07
Frontnews image description

მართლაც ძალიან კარგი ამბავია, ეს არის იმ თავგანწირული ადამიანების დამსახურება, რომლებიც 160 დღეზე მეტია ქუჩაშია, - ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” თანადამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქტის მიღება კარგია, მაგრამ არა საკმარისი.

"მართლაც ძალიან კარგი ამბავია, ეს არის იმ თავგანწირული ადამიანების დამსახურება, რომლებიც 160 დღეზე მეტია ქუჩაშია. 

რა თქმა უნდა, ეს კარგია, მაგრამ არა საკმარისი და სწორია, რომ ამერიკის წარმომადგენელთა პალატის ეს გადაწყვეტილება, სულ მალე კანონის სახეს მიიღებს.

ზარქუამ თქვა დღეს გენიალური ფრაზა - "პრეზიდენტი ტრამპი თუ "მეგობარ აქტს" ხელს მოაწერს, ეს ნიშნავს, რომ ამერიკული დემოკრატია დასრულებულიაო". ეს, რა თქმა უნდა, არასერიოზულია, მიანიშნებს ისტერიაზე, თუ რამდენად მძიმე გავლენა ექნება ამას "ქართული ოცნების" და ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებზე", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

Advertisement