
ავტორი
Front News საქართველო
ოპერატიული ჯგუფი შექმნეს, რომელმაც რაღაც ბინძური საქმე უნდა გააკეთოს, – ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრ – GSAC“-ის დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „ქართული ოცნებიდან“ სამი დეპუტატის გასვლის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ჯგუფი იმ საქმეს გადაიბარებს, რასაც აქამდე კობახიძე-ღარიბაშვილი აკეთებდა.
“აქ კონსპირაციას ვერ ვხედავ, ეს არის ტაქტიკური გადანაცვლება, ოპერატიული ჯგუფი შექმნეს, რომელმაც რაღაც ბინძური საქმე უნდა გააკეთოს. ეს იმ ჯგუფი იმ საქმეს გადაიბარებს, რასაც აქამდე კობახიძე და ღარიბაშვილი აკეთებდა. ბოლოსდაბოლოს, ეს მაინც პრემიერ-მინისტრია და ეს მაინც პარტიის თავმჯდომარეა.
გრძელვადიან დასკვნებს ვერ გამოვიტან, რომ ეს არჩევნებისთვის კეთდება, ვერავინ დამარწმუნებს, ეს სამი ადამიანი პარტიას რომ შექმნის, მერე აქედან რა გამოვა“, – განაცხადა რუხაძემ.
თაგები:
გიორგი რუხაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს