გიორგი რუხაძე - შესაძლოა, ეს ვაჭრობის მცდელობაც იყოს იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, ივანიშვილი რას აკეთებს

ავტორი
Front News საქართველო
შესაძლოა, ეს ვაჭრობის მცდელობაც იყოს იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, ივანიშვილი რას აკეთებს, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რაც უფრო გაიზრდება გარედან ზეწოლა, მით უფრო გაიზრდება რეპრესია.
"შესაძლოა, ეს ვაჭრობის მცდელობაც იყოს იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, ივანიშვილი რას აკეთებს. როდესაც დასავლეთიდან მოდის მკაცრი გზავნილები და მკაცრი ნაბიჯები, ის ცდილობს, აჩვენოს დასავლეთს, რომ მას უფრო მკაცრად შეუძლია იმოქმედოს ქვეყნის შიგნით და რაც უფრო გაიზრდება გარედან ზეწოლა, მით უფრო გაიზრდება რეპრესია - ეს მისი პოლიტიკაა, მაგრამ ეს მეორადი პოლიტიკაა. პირველადი საკითხი კი არის ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა და ნებისმიერი ადამიანი იქნება თუ ორგანიზაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ძალაუფლებას, სწორედ მის წინააღმდეგ მოქმედებს პირველად დონეზე", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
თაგები:
გიორგი რუხაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


