
ავტორი
Front News საქართველო
ნიკა მელიას ებრძვიან რეტროგრადი მოხელეები, მერაბიშვილის თამადობით, – ამის შესახებ გიორგი რურუა სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ივანიშვილსაც აწყობს მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალაში.
“ნავალნის პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა მის სახლთან ახლოს დაგროვილმა ნაგავმა. მან გაარკვია რატომ არ გაჰქონდათ ნარჩენები დროულად და თითქოს ამ უმნიშვნელო ფაქტის გარშემო აღმოაჩინა კორუფციის ზღვა, ოკეანე, რაც გახდა მისი პოლიტიკაში მოსვლის საბაბი.
ახლა ჩვენთან რა ხდება, ნიკა მელიას ებრძვიან რეტროგრადი მოხელეები, მერაბიშვილის თამადობით. პოლიტიკიდან წასული გამდიდრებული ადამიანი საზოგადოებისთვის უნდა გახდეს კეთროვანი-მიუღებელი. ივანიშვილსაც აწყობს მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალაში.
პირად საუბრებში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მერაბიშვილი მიშა სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას. დიდი ეჭვი არსებობს მისი და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ.
აქ მოკლედ დავწერე მთავარი აქცენტები.
მე ვუჭერ მხარს ნიკა მელიას, ვუსურვებ გამარჯვებას, როგორც შიდა ასევე მომავალ არჩევნებში“, – წერს რურუა.
თაგები:
ვანო მერაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს