გიორგი რურუა – შინაარსის გარეშე იყო ეს დაკითხვა, ხელი მომაწერინეს გაუთქმელობაზე


ავტორი
Front News საქართველო
“მთავარი არხის” თანადამფუძნებელი გიორგი რურუა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.
რურუას თქმით, ტერორიზმთან დაკავშირებით შეკითხვები არ დაუსვამთ.
“ეს იყო დადგმული ცირკი ხელისუფლების მხრიდან. არანაირი შინაარსი არ აქვს. შინაარსის გარეშე იყო ეს დაკითხვა. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. კითხვებზე სამწუხაროდ, ვერ გაგცემთ პასუხს, ხელი მომაწერინეს გაუთქმელობაზე.
საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს ტერორიზმთან, არც შეთქმულებასთან. ახლა რომ იყოს ყავაზე მკითხაობაზე მუხლი, იგივეა ზუსტად. არანაირი კითხვა ტერორიზმის გარშემო არ ყოფილა. ეს იყო ყავაზე მკითხაობა”, – განაცხადა რურუამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რურუა სახელმწიფოს გადატრიალებისა და ძალადობრივი დამხობის საქმეებზე მოწმის სახით გამოკითხვაზე 5 ნოემბერს დაიბარეს.
თაგები:
გიორგი რურუა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს