Logo

გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა

საზოგადოება
327
Frontnews image description

"მთავარი არხის" მეწილემ გიორგი რურუამ გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

რურუამ ელჩებს, ევროპარლამენტარებს, ოპოზიციას. ომბუდსმენის აპარატს, არასამთავრობოებს და მედიას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია, ნიკა მელიამ საპატიმრო ძალიან მალე დატოვოს.

მისივე თქმით, წელიწადნახევარი საპყრობილეში ტყუილი ბრალდებით იმყოფებოდა.

"თავისუფლებას ვერ შეგიფასებთ, მაგრამ პირველი რაც მინდა ვთქვა, მადლობა ვუთხრა ევროკავშირის პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ასევე აშშ-ს ელჩს, ევროკავშირის ელჩს, ჩვენს დიდ მეგობრებს სენატში და ევროკავშირის პარლამენტარებს. რაც მთავარია, პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა, კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია, რომ მეორე ნახევარიც შესრულდეს და ნიკა მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონო პატიმრობა. 

მოგეხსენებათ, რომ წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე აქ, რატომ არ ვიცი, ტყუილი ბრალდებით და ეს დამტკიცდა და მემგონი ყველასთვის ნათელია. ახლა ნიშნისმოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ, ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიყვანოთ. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს, მე მათი მჯერა, მწამს. მადლობა ჟურნალისტებო თქვენ, მადლობა ომბუდსმენის აპარატს, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებს. მე ვარ აქტიური მოქალაქე, დავრჩები აქტიურ მოქალაქედ და პოლიტიკას ჩვენ ყველა ერთად გავაკეთებთ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ პოლიტიკოსებს", – განაცხადა რურუამ. 

მისი განმარტებით ის შეთანხმების შესრულებას არ მოელოდა.

"20 ივნისის მერე ძალიან ბევრჯერ გატეხეს სიტყვა და ბუნებრივია აღარ ენდობი იმ ადამიანს, ვინც სიტყვა ბევრჯერ გატეხა. მემგონი თავისი დანაშაული გამოასწორეს, მე შესაწყალებელი არაფერი არ მქონდა. მე ერთხელ შემომთავაზეს შეწყალება, შემომთავაზეს, რომ მეღიარებინა დანაშაული 8  მარტის შეთანხმების შემდეგ, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ", – განაცხადა რურუამ.

სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა დღეს შეიწყალა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები