
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ხელს მოაწერს გიორგი რურუას შეწყალებას იმ შემთხვევაში, თუ პარტიები ხელს მოაწერენ შეთანხმებას და პარლამენტში შევლენ და აშშ-ევროკავშირი განაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა.
"ჩემთვის კარგად ცნობილი წარსული მქონე პირი, არცერთი ნიშნით არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში, ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემ თავს, თუ სასწროზე დგას ქვეყნის ჩიხიდან გამოსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, საკუთარ პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა. ამის გათვალისწინებით მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება, მხოლოდ ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს, ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტიები შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ აშშ და ევროკავშირი გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება, ამ გადაწყვეტილებიდან ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების გადაწყვეტილებას", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს