გიორგი სააკაშვილი – ბატონი იუსტიციის მინისტრი ექიმი არ არის, მსგავსი გადაწყვეტილება ექიმებმა უნდა მიიღონ

ავტორი
Front News საქართველო
ბატონი იუსტიციის მინისტრი ექიმი არ არის, მსგავსი გადაწყვეტილება ექიმებმა უნდა მიიღონ, – ასე გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის ძმა გიორგი სააკაშვილი რატი ბრეგაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზში არცერთი ისეთი დააავადება არ არის, რომლის განკურნებაც საქართველოში არ შეიძლება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა და განსხვავებულ დასკვნას ვერც სახელმწიფო ექსპერტიზა დადებს.
“როგორც მოგეხსენებათ, ამ კომისიამ მუშაობა დაიწყო თითქოს პირველ მარტს, გავიდა გარკვეული პერიოდი და ხალხს მივიწყებული ჰქონდა. ახლა გააქტიურეს ეს თემა, იქედან გამომდინარე, რომ დადონ დასკვნა მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, (დარწმუნებული ვარ, სახარბიელო არ იქნება), რომ გადაფარონ, როგორ თურმე შედიან მიშას მდგომარეობაში, როგორ იცავენ ადამიანის უფლებებს.
ბატონ იუსტიციის მინისტრს ვეტყვი, რომ ის განათლებით ექიმი არ არის, მსგავსი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ექიმებმა. მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა ალტერნატილი ექსპერტიზის ჯგუფი შევიდა “ვივამედის” კლინიკაში, დადებენ შესაბამის დასკვნას, რომელსაც ოჯახი და საზოგადოება ვითხოვდით“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.
პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი დამოკიდებულია სამედიცინო დასკვნაზე, რომლის საფუძველზე სასჯელის გადავადების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.
თაგები:
გიორგი სააკაშვილი




