Logo

გიორგი სააკაშვილი – დაგვიდექით გვერდით და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე

პოლიტიკა
1264
Frontnews image description

მივმართავ თითოეულ ოჯახს,  დებს,  ძმებს,  შვილებს, დაგვიდექით გვერდით და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, ვინაიდან ყოველი წუთი შეიძლება დადგეს ფატალური, –  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ გიორგი სააკაშვილმა რუსთავის ციხესთან განაცხადა. 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება და  ლოდინის დრო აღარ არის.

 

როგორც მესამე პრეზიდენტის ძმამ განაცხადა, საპროტესტო აქცია, ხვალ, 5 მაისს,  კანცერალიასთან 19:00 საათზე გაიმართება.

 

“მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, აღარ არის დრო მოვექცეთ ასე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღის საქართველოს წინსვლასა და შენებაში. ჩვენ,  ოჯახმა გადავწყვიტეთ, ხვალ კანცელარიასთან,  საღამოს 7 საათზე ვაორგანიზებთ აქციას, იმისთვის რომ გავაგონოთ საქართველოს ხელისუფლებას მოსახლეობის ხმა. 

 

მივმართავ ყველას, ემიგრანტებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, დაგვიდგნენ გვერდით შეძლებისდაგვარად.

 

ეს არის ჩვენი ბოლო შანსი, გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. 

 

მივმართავ ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის წარმომადგენლებს, არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე ხართ, „ქართული ოცნების“ , თუ სხვა პოლიტიკური მიმდინარეობის. ადამიანი ითხოვს შველას, ოჯახი ითხოვს შველას. 

 

საქართველოში არის ოჯახის კულტი.  მივმართავ თითოეულ ოჯახს,  დებს,  ძმებს,  შვილებს, დაგვიდექით გვერდით და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოხლე, ვინაიდან ყოველი წუთი შეიძლება დადგეს ფატალური“,  – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები