გიორგი სახოკია აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დაარსებიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი სახოკია, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრის ქამალადინ ჰეიდაროვის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან თეიმურაზ მღებრიშვილთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დაარსებიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.
გიორგი სახოკია ეწვია აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს აკადემიას, ადგილზე გაეცნო აკადემიის ინფრასტრუქტურასა და საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე მონაწილეობა მიიღო საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმში.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეწვია „საპატიო ხეივანსა“ და „მოწამეთა ხეივანს“, სადაც პატივი მიაგო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევისა და აზერბაიჯანელი გმირების ხსოვნას.
თაგები:
გიორგი სახოკია




