Logo

გიორგი სახოკია ბაქოში აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

პოლიტიკა
214
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი სახოკია, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან ვილაიათ ეივაზოვთან შეხვედრა გამართა.

"მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში არსებული პარტნიორობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელსაც ხელი ორი ქვეყნის მინისტრებმა მოაწერეს.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობასა და პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერებას, ასევე განიხილეს ორი ქვეყნის  საპოლიციო საგანმანათლებლო უწყებებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ისაუბრეს საუკეთესო  პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე და საპოლიციო აკადემიებს შორის ერთობლივი სწავლებებისა და კურსების ორგანიზების საკითხებზე.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი სახოკიამ ვილაიათ ეივაზოვს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დელეგაციასთან ერთად, ასევე მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დაარსებიდან 20 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები