Logo

გიორგი შალუტაშვილი - რეალობა ის იყო, რომ 25 აქტივისტი 700 სტუდენტს აბულინგებდა

პოლიტიკა
210
Frontnews image description

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე თეატრალურ უნივერსიტეტში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

"კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა ვიყოთ. მით უმეტეს, თეატრს აქვს ძალზე ხმამაღლა სათქმელი, თავისი ფუნქციიდან გამომდინარე და ქართული თეატრი იყო ის ორგანიზაცია, ის ფენომენი, რომელმაც ეროვნული იდენტობა შემოუნახა სწორედ იმ წლების მანძილზე და გიორგი ერისთავის თეატრიც მაგიტომ შეიქმნა და ქართულ თეატრს სათავეში ედგნენ ილია ჭავჭავაძე და  დიმიტრი ყიფიანი, ორივე მოწამებრივად მოკლული. ამიტომ, რასაკვირველია ამ ტრადიციის შენარჩუნება ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია.

თქვენ იცით, რომ საკმაოდ დიდი ტურბულენტობა და რყევები იყო ჩვენთან, რთულად აისახა, ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ბევრი რამ გასაგები გამხდარიყო ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდები არიან ყველაზე მოწყვლადი, იოლად დასაზიანებელი ნაწილი, იოლად ასაგდები და ცნობილია ესეც, რომ ყველა რევოლუცია სტუდენტების ხელით ხდებაო, ამბობენ  იმიტომ, რომ ძალზე ადვილია დააჯერო ახალგაზრდა, რომ ხელის გაწვდენაზეა სამოთხე, ხოლო რაც ხდება, ეს ემოციებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს უნივერსიტეტს. ამჟამად შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობა მიდის სრულიად შეუფერხებლად. თითქმის 100 %-იანი დასწრება არის. ადამიანურად გიზიარებთ, რომ ძალიან აქტიურები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც გამოხატავდნენ, რომ რეალურად იყვნენ ინსინუაციების მსხვერპლები და არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც მოდიოდნენ და ბოდიშს იხდიდნენ იმისათვის, რომ რეალურად სხვებს აზიანებდნენ. რეალობა იყო ეს, რომ 20-25 აქტივისტი ფაქტობრივად აბულინგებდა 600-700 სტუდენტს. ეს ჩანდა, თუმცა დიდი ძალისხმევის ხარჯზე დამშვიდდა. პრობლემა იმაში იყო, რომ ამ ტურბულენტობაში კონკრეტული ძალები პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ არ დაიწყოთ დიალოგი რექტორთან, არ დაიწყოთ დიალოგი პედაგოგებთან და ისევ ეს თაობა დაზარალდა", - განაცხადა გიორგი შალუტაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები