გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება


ავტორი
Front News საქართველო
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე 5 დაკავებულის მიმართ განაჩენს დღეს გამოაცხადებს. დაღუპული ფეხბურთელის ოჯახს მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენს 5 დაკავებულის მიმართ გამოაცხადებს, მათგან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს და განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოცხადდება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, „ტოიოტა ქამრის“ ხუთ მგზავრს თავისუფლების 17 წლამდე აღკვეთა ემუქრება.
გადაწყვეტილების მოსასმენად, მცხეთის რაიონულ სასამართლოში მისვლას გეგმავს მოკლული ფეხბურთელის დედა.
გიორგი შაქარაშვილი 2020 წლის 19 ივნისს მოკლეს, მისი ცხედარი 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად წყალში იპოვეს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს