გიორგი შარაშიძე - ჩვენი პოლიტიკური ძალა გააზრებულად იღებს პასუხისმგებლობას იმ შეცდომებზე, რაც პირველ რიგში, საპარლამენტო ბოიკოტს ეხება

ავტორი
Front News საქართველო
"დღეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის პირველი გამოსვლაა და ამას პირველ რიგში გამოვიყენებთ ქართველი ხალხის მისამართით მიმართვისთვის, რადგან პარლამენტი, პირველ რიგში ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას“, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი უკვე ერთი წელია, ელოდება განსხვავებული აზრის გახმოვანებას პარლამენტში, მაგრამ დარბაზში მხოლოდ ერთი პარტიის გზავნილები ისმის, რასაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს და მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მოტყუებას ემსახურება.
"ჩვენი პოლიტიკური ძალა გააზრებულად იღებს პასუხისმგებლობას იმ შეცდომებზე, რაც ამ 1 წლის მანძილზე დავუშვით, რაც პირველი რიგში, საპარლამენტო ბოიკოტს ეხება. უნდა ვაღიაროთ და ვაღიარებთ, რომ პოლიტიკური პროტესტის ამ ფორმამ „ოცნების“ მოძალადე მანქანა ვერ შეაჩერა ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან, როგორიც იყო საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმა, ანტიდემოკრატიული, ადამიანის უფლებების შემლახველი კანონების მიღება და რაც მთავარია, ვერ შეაჩერა „ოცნება“ მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობისგან“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
მისივე თქმით, 4 ოქტომბრის პროცესებმა „ქართულ ოცნებას“ საშუალება მისცა დაებრუნებინა დაკარგული ამომრჩეველი და დაეძლია ლეგიტიმაციის კრიზისი.
თაგები:
გიორგი შარაშიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


