
ავტორი
Front News საქართველო
ესპანეთის “ლიგა ენდესას” მე-15 ტურში “ლენოვო ტენერიფე” “მალაგა უნიკახას” დაუპირისპირდა და 91-84 დაამარცხა.
“ტენერიფეს” რიგებში გამორჩეული იყო ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი, რომელმაც ყოფილ გუნდს 25 ქულა ჩაუგდო, ამასთან ერთად მას ჰქონდა 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება.
ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი გვაუწყებს, რომ შერმადინი ტურის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. იგი ამ ტიტულს კარიერაში მეჩვიდმეტედ დაეუფლა.
“შერმინატორი თავისუფალია. გიორგი შერმადინი მე-15 ტურის საუკეთესო მოთამაშე ხდება”, – აღნიშნულია “ლიგა ენდესას” ოფიციალურ გვერდზე.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
კალათბურთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს