გიორგი შინჯიკაშვილი - 4-წლიანი მუშაობის შემდეგ ვტოვებ თანამდებობას, პირადი გადაწყვეტილებით


ავტორი
Front News საქართველო
4-წლიანი მუშაობის შემდეგ ვტოვებ თანამდებობას, პირადი გადაწყვეტილებით, - ამის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "რჩება ქვეყნისა და ერის სამსახურში".
"ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, 4-წლიანი მუშაობის შემდეგ ვტოვებ თანამდებობას, პირადი გადაწყვეტილებით.
მადლობას ვუხდი თითოეულ მუნიციპალიტეტს პასუხისმგებლიანი მუშაობისთვის, ყველა საჯარო მოხელეს მეგობრობისა და ქვეყნის ღირსეული სამსახურისთვის.
მადლობა თანამებრძოლებს, გვერდში დგომისთვის და ერთგულებისთვის.
მადლობა, ყველა სამთავრობო უწყებას თანამშრომლობისთვის.
როგორც ყოველთვის, ვრჩები ქვეყნისა და ერის სამსახურში", - წერს გიორგი შინჯიკაშვილი.
თაგები:
გიორგი შინჯიკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს