გიორგი სიორიძე – ასე გახდა ამ არჩევნების სიმბოლო შავი ლაქა, სირცხვილის ლაქა და ამ შავი წერტილებით შევიდნენ ისტორიაში ცესკოს წევრები


ავტორი
Front News საქართველო
დღეს გაფორმდა ერთი მარტივი რამ, უპრეცედენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში, ასეთი რამ არ ახსოვს არასდროს საქართველოს, რაც მოხდა 26 ოქტომბერს, ეს არის უდიდესი სირცხვილი, – მის შესახებ ცესკოს წევრმა “ძლიერი საქართველოდან” გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც ბევრ პროტესტს აქვს ხოლმე თავისი სიმბოლო, ასე გახდა ამ არჩევნების სიმბოლო შავი ლაქა, სირცხვილის ლაქა და ამ შავი წერტილებით შევიდნენ ისტორიაში ცესკოს წევრები, ის კლანი, რომელიც გაბატონებულია ამ ინსტიტუტში.
“გუშინ, გვიან საღამოს მოგვივიდა შეტყობინება, რომ დღეს, დილით ცესკოს სხდომა უნდა ყოფილიყო. ასევე, სააპელაციო სასამართლოს სხდომა მორჩა თუ არა, დაახლოებით, სამ საათში, ყველა ოლქში დირექტივა მივიდა ცესკოდან, რომ სასწრაფოდ შეჯამებულიყო. ისინი ჩქარობდნენ “ქართული ოცნების“ ნოტარიუსის ფუნქციის შესრულებას. დღეს გაფორმდა ერთი მარტივი რამ, უპრეცედენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში, ასეთი რამ არ ახსოვს არასდროს საქართველოს, რაც მოხდა 26 ოქტომბერს, ეს არის უდიდესი სირცხვილი. როგორც ბევრ პროტესტს აქვს ხოლმე თავისი სიმბოლო, ასე გახდა ამ არჩევნების სიმბოლო შავი ლაქა, სირცხვილის ლაქა და ამ შავი წერტილებით შევიდნენ ისტორიაში ცესკოს წევრები, ის კლანი, რომელიც გაბატონებულია ამ ინსტიტუტში. აქ საუბარი არ არის მხოლოდ გიორგი კალანდარიშვილზე, აქ საუბარია ყველა იმ ადამიანზე, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ სპეცოპერაციაში. ცესკოს შემაჯამებელ ოქმს ორმა ადამიანმა მოაწერა ხელი, გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი ჯავახიშვილმა. ესენი არიან „ქართული ოცნების“ ნების შემსრულებლები“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
თაგები:
გიორგი სიორიძე

ვლადიმერ ბოჟაძე – სალომე ზურაბიშვილი სრულად არის ჩართული ცესკოს და 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაციის პროცესში

გიორგი ჩაკვეტაძე – ნაცებს, მათ ენჯეოებს და მედიას ევროპა კი არა, შავი ფული და ამ ფულით მართვის ბერკეტები აინტერესებთ

გიორგი გახარია – მივმართავ დასავლელ პარტნიორებს და მოვითხოვ, რომ გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს