გიორგი სოსიაშვილი - ასეთმა პოლიტიკოსებმა მიწასთან გაასწორეს ევროპის ავტორიტეტი


ავტორი
Front News საქართველო
აბსურდული ბრალდება, მორიგი სიყალბე, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი, ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებას, რომლის თანახმად, სანქცირებული პირები ევროკავშირში და არასამთავრობო ორგანიზაციებში რეკავენ შეკითხვებით, თუ როგორ შეუძლიათ სანქცირებულთა სიიდან საკუთარი თავის ამოშლა.
სოსიაშვილის განცხადებით, სწორედ ასეთმა პოლიტიკოსებმა გაასწორეს მიწასთან ევროპის ავტორიტეტი, რასაც "ევრობარომეტრის" კვლევის შედეგებიც მოწმობს.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარმა უნდა დაასახელოს, კონკრეტულად ვინ დარეკა მასთან სანქცირებულთა სიიდან ამოღების თხოვნით.
"ასეთმა პოლიტიკოსებმა მიწასთან გაასწორეს ევროპის, ევროპული ქვეყნების ავტორიტეტი და შემთხვევითი არ არის, რომ როცა "ევრობარომეტრის" კვლევა ჩატარდა საქართველოში, წინა წელთან შედარებით, 17 პროცენტით იკლო ევროკავშირისადმი ნდობამ. ნება იბოძოს ამ ევროპარლამენტარმა, დაასახელოს ის ადამიანები, ვინ დაურეკა და ვინ სთხოვა მას სანქციების მოხსნა", - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
თაგები:
გიორგი სოსიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა