გიორგი სოსიაშვილი - ევრობიუროკრატებს დახლზე უდევთ ვიზალიბერალიზაციის საკითხი და ამით გვევაჭრებიან


ავტორი
Front News საქართველო
ევრობიუროკრატებს დახლზე უდევთ ვიზალიბერალიზაციის საკითხი და ამით გვევაჭრებიან - თავად უნდა გვარიდებდნენ ომს და პირიქით ხდება. მათი დაჟინება გამძაფრდა, რომ როგორღაც აქ მეორე ფრონტი გაიხსნას და საქართველო უბედურებაში ჩაითრიონ, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.
სოსიაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არასდროს არ მისცემს ვინმეს უფლებას, რომ ქართველი ხალხი საზარბაზნე ხორცად აქციოს და საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპელი ბიუროკრატები თავიანთ აგენტურულ ძალასთან აიგივებენ ქართველ ხალხს, იმ რადიკალებთან, რომლებიც არიან ყველაფერზე ხელის მომწერი. მათ ძალიან ეშლებათ. გადახედონ საქართველოს ისტორიას, როგორ მოაღწია ქართველმა ერმა აქამდე და პირდაპირ ვიტყვი, რომ ვერასდროს ვერავინ ეღირსება, რომ ჩვენი ხალხი გახადოს საზარბაზნე ხორცი. ძალიან სამარცხვინოა, რომ ევროპის ბიუროკრატები თვითონ უნდა გვარიდებდნენ ომს, თავად უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ ქვეყანამ ომი აიცილოს თავიდან და პირიქით ხდება. მათი დაჟინება კიდევ უფრო გამძაფრდა, იმასთან დაკავშირებით, რომ როგორღაც აქ მეორე ფრონტი გაიხსნას და ჩვენი ქვეყანა იქნეს ჩათრეული ამ უბედურებაში. ძალიან სამარცხვინო ფაქტია, რომ დახლზე უდევთ ვიზალიბერალიზაციის საკითხი და ამით გვევაჭრებიან“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
თაგები:
გიორგი სოსიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს