Logo

გიორგი სოსიაშვილი - პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება და შეთავაზება, ძალიან ნათლად გამოაჩენს ამ რადიკალთა მიზნებს

პოლიტიკა
399
Frontnews image description

რადიკალურ ოპოზიციას  აღარანაირი რეიტინგი  აღარ გააჩნია, მათ ერთგვარი ხრიკი მოიფიქრეს იმისათვის, რომ ამომრჩევლის წინაშე  თავი გაემართლებინათ, თვითპატიმრობის მიზნები გაუჩნდათ, შესაბამისად პრეზიდენტის გადაწყვეტილება ძალიან ნათლად გამოაჩენს  რადიკალთა ამ  მიზნებს, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს გაუჩნდათ თვითპატიმრობის მიზნები, რითაც გაამართლებდნენ საკუთარი რეიტინგის არ არსებობას ქართულ პოლიტიკაში.

"სპეკულაციას ბოლო არ უჩანდა როგორც რადიკალთა წრეებში, ასევე მათი პატრონების მხრიდან, იმ გარე ძალებს ვგულისხმობ თითქოს, პოლიტიკური დევნა განხორციელდა მათი, განულებული რადიკალების, რა პოლიტიკურ დევნაზე შეიძლება იყოს საუბარი. უბრალოდ, ერთგვარი მანიპულაციის საგნად რჩებოდა და მე ვფიქრობ, რომ მათ ერთგვარი ხრიკი მოიფიქრეს იმისათვის, რომ ამომრჩევლის წინაშე ერთგვარად თავი გაემართლებინათ, რომ მათ აღარანაირი რეიტინგი  აღარ გააჩნიათ, რაღაცა თვითპატიმრობის მიზნები გაუჩნდათ, შესაბამისად პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება და შეთავაზება, ძალიან ნათლად გამოაჩენს ამ რადიკალთა მიზნებს“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები