
ავტორი
Front News საქართველო
"ერთმანეთისთვის" - ამ სლოგანით ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საახალწლო ნობათი 14 ოჯახს გადასცა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე მოადგილეებთან - ნონა რეხვიაშვილთან და იმრან მ. გასიმოვთან, საკრებულოს წევრებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად, მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა, დამდეგი დღესასწაულები მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.
„ახალი წელი არის იმედის, სითბოსა და ერთმანეთის გვერდში დგომის დრო. ჩვენ დამდეგი დღესასწაული მივულოცეთ ოჯახებს, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ. მნიშვნელოვანია, დღესასწაულის სიხარული ყველა ოჯახმა იგრძნოს. ვულოცავ ყველას დამდეგ ახალ წელს და ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და უკეთეს მომავალს“, - განაცხადა გიორგი სვანიძემ.
აღსანიშნავია, რომ სოლიდარობის აქცია წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით განახორციელეს.
თაგები:
გიორგი სვანიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს