
ავტორი
Front News საქართველო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე ბოლნისელი 17 წლის სპორტსმენის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს მეგობრებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბოლნისელი 17 წლის წარმატებული სპორტსმენის ნინი მამარდაშვილის - საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების წევრის გარდაცვალების გამო.
ეს უმძიმესი დანაკარგია როგორც მისი ოჯახის, ასევე მთელი ჩვენი მუნიციპალიტეტისა და სპორტული საზოგადოებისათვის.
ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და თანაგუნდელებს.
გისურვებთ ძალასა და სიმტკიცეს ამ მძიმე წუთებში“, - წერს გიორგი სვანიძე სოციალურ ქსელში.
17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ბოლნისში მოტოციკლით გადაადგილებისას ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
მოზარდის წარმატებულ კარიერაზე წერენ ახლობლები, ის ბოლნისის სკოლა “დავითიანის” მოსწავლე და კარატეში საქართველოს ნაკრების წევრი იყო.
ავარიამდე, რამდენიმე წუთით ადრე მას სპორტული მიღწევებისთვის კიდევ ერთი ჯილდო გადაეცა.
თაგები:
გიორგი სვანიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს