
ავტორი
Front News საქართველო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე ქართული თეატრის დღეს ულოცავს თეატრალურ საზოგადოებას, ყველა მოყვარულს და განსაკუთრებით ბოლნისის მუნიციპალურ თეატრს.
"თეატრის დღეს გულითადად ვულოცავ ყველა თეატრის მოღვაწეს და განსაკუთრებით ბოლნისის მუნიციპალური თეატრის შემოქმედებით გუნდს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც თეატრი სულიერი სივრცეა.
თეატრი არის ადგილი, სადაც სიტყვა ცოცხლდება, ემოცია ძალას იძენს და ადამიანი საკუთარ თავს თავიდან აღმოაჩენს. იგი ჩვენს კულტურას ამდიდრებს, საზოგადოებას აერთიანებს და თაობებს შორის უხილავ ხიდს ქმნის.
თქვენი შრომა, ნიჭი და ერთგულება ხელოვნებისადმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში. ბოლნისის თეატრი არა მხოლოდ სცენაა, არამედ სივრცე, სადაც ემოციები, აზრები და ადამიანური ისტორიები ცოცხლდება.
გისურვებთ შემოქმედებით აღმავლობას, ახალ წარმატებულ პრემიერებს, შთაგონებას და ერთგულ მაყურებელს. მადლობა იმ სულიერი ფასეულობებისთვის, რომელსაც თქვენი საქმიანობით საზოგადოებას ყოველდღიურად უზიარებთ", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი სვანიძე.
თაგები:
გიორგი სვანიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს