გიორგი თავდგირიძე - მიდის ჩვეულებრივი ვაჭრობა და აქ საუბარია იმაზე, 100 მილიონს მოიტან, თუ 500 მილიონს, პროკურატურაც გამოყენებულია

ავტორი
Front News საქართველო
ეს რომ კორუფციასთან ბრძოლა იყოს, ჯუანშერ ბურჭულაძე უკვე ციხეში იქნებოდა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს შესყიდვების ისეთი სისტემა, რომელიც აპრიორში თავდაცვის მინისტრის გარეშე ყოველგვარ კორუფციულ სქემას გამორიცხავს, - ამის შესახებ მოძრაობა "ფარის" დამფუძნებელმა გიორგი თავდგირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეში ვაჭრობა მიმდინარეობს.
"ეს რომ კორუფციასთან ბრძოლა იყოს, ჯუანშერ ბურჭულაძე უკვე ციხეში იქნებოდა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს შესყიდვების ისეთი სისტემა, რომელიც აპრიორში თავდაცვის მინისტრის გარეშე ყოველგვარ კორუფციულ სქემას გამორიცხავს, ამიტომ, როგორც კი ერთი დანაშაული გამოიკვეთა, იმისთვის, რომ არ ყოფილიყო ზეგავლენა მოწმეებზე, უნდა დაეკავებინათ ჯუანშერ ბურჭულაძე, მაგრამ მიდის ჩვეულებრივი ვაჭრობა და აქ საუბარია იმაზე, 100 მილიონს მოიტან, თუ 500 მილიონს. აქ პროკურატურაც გამოყენებულია იმისთვის, რომ ეს ვაჭრობა შედგეს. ახლა, სავარაუდოდ, საუბარია ორ თემაზე - რამდენად დაეხმარება ჯუანშერ ბურჭულაძე ღარიბაშვილზე გასვლაში, რომ მოსატანი თანხები დადგინდეს და მეორე მხრივ, თვითონ ჯუანშერ ბურჭულაძე რამდენს მიიტანს. ამას ხომ ბუღალტერია არ აკონტროლებდა, რაღაც ნაწილი მიდიოდა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახში, რაღაც ნაწილი, პრემიერ-მინისტრთან, ნაწილი პარტიულ ყულაბაში. ახლა ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ როცა ყველა საქმე გადავა სასამართლოში, იქ ბევრი მასალა გამოვა, მაგრამ არ იქნება ეს საკმარისი და დაველოდოთ იმ დროს, როცა თავისუფალი სასამართლო და თავისუფალი პროკურატურა ამ საქმეებს გამოიძიებს", - განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, "მისი ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებული ჰყავდათ და მხოლოდ იმ პირობით გამოუშვეს, თუ ის ბიძინა ივანიშვილს კონკრეტულ თანხას მიუტანს ".
თაგები:
გიორგი თავდგირიძე




