გიორგი თავდგირიძე - რუსეთი გაღიზიანდება თუ არა, მას საქართველოს დასჯის ინსტრუმენტები აღარ აქვს


ავტორი
Front News საქართველო
ორი ტიპის აქტივობას ველოდები რუსეთისგან - ან იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნა, ან შემთხვევით რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეს დაარღვევს, - ამის შესახებ მოძრაობა "ფარის" დამფუძნებელმა გიორგი თავდგირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა დაიწყოს კამპანია - მეტი ნატო საქართველოში.
"ორი ტიპის აქტივობას ველოდები რუსეთისგან - ან იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნა, იმისთვის, რომ ლოიალობის ხარისხი გაიზარდოს და მეორეა დასჯის მექანიზმი - შემთხვევით რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეს დაარღვევს. ზუსტად "ოცნების" ნებისმიერი სვლა არის წამგებიანი იმიტომ, რომ მეტი ნატოს დაბრუნება საქართველოში არის სტიმული, რომ ვიყოთ აქტიურები.
სამხრეთ ფლანგი არის ყველაზე მოწყვლადი, მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი გერმანელების თავდასხმებისა და ანალიტიკოსების უმეტესობა თანხმდებიან, რომ შეტევა, რომ ყოფილიყო სამხრეთ ფლანგიდან - არაბეთი კავკასიის გავლით რუსეთზე დარტყმა გაცილებით უფრო სწრაფად დამთავრდებოდა რუსეთი, ვიდრე ბელარუსიდან ან უკრაინიდან შეტევისას იმიტომ, რომ ძალიან მოწყვლადია სამხრეთ ფლანგი და ამას მეტყველებდა ის 400 00-იანი კონტინგენტი, რომელიც განთავსებული იყო საქართველო-აზერბაიჯან-სომხეთში მხოლოდ. ერთი ქვეყნის - თურქეთის წინააღმდეგ, რაც რუსეთისთვის გეოგრაფიულად ძალიან მტკივნეული ფლანგია და ახლა ამ ფლანგზე საქმიანობს ნატოს ჯარი. უახლოესი ორი კვირა ის იქნება აქ ვითარების ბატონ-პატრონი.
სამხედრო მანევრები მთავრდება ხოლმე პოლიტიკური შედეგებით, ანუ, ექო, რომელიც სამხედრო სწავლებებსა და მანევრებს მოჰყვება ხოლმე ატარებენ შორსმიმავალ პოლიტიკურ მიზნებს, ანუ, ეს გამოძახილი ბევრ მოსახლეობაში აჩენს იმედებს, მოტივაციას, მხარდაჭერას. რუსეთი გაღიზიანდება თუ არა, მას საქართველოს დასჯის ინსტრუმენტები აღარ აქვს, ის დასჯის "ქართულ ოცნებას", ვინც მისიანია, ვისზეც გავლენა აქვს და რაღაც შეუსრულებელი მისიისთვის მას ცუდ საქმეს დამართებს.
რაკი "ოცნების" სახით სახელმწიფომ ხელიდან გაუშვა მეტი ნატოს კამპანია, ჩვენ გვინდა, ყველას ვთხოვოთ, რომ დავიწყოთ კამპანია - მეტი ნატო საქართველოში", - განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.
25 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) გაიმართება. სწავლებას საქართველო მეთორმეტედ უმასპინძლებს.
თაგები:
გიორგი თავდგირიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს