გიორგი ტერიშვილი - გვასამართლებთ საქართველოს სიყვარულისთვის, მაგრამ გვჯერა, მალე გათენდება ის დღე, როცა საქართველოს ღალატისთვის გასამართლდებით


ავტორი
Front News საქართველო
მინდა პროკურატურას ვუთხრა - გვასამართლებთ საქართველოს სიყვარულისთვის, მაგრამ გვჯერა, მალე გათენდება ის დღე, როცა საქართველოს ღალატისთვის გასამართლდებით, დასხდებით ჩვენს ადგილზე, - ამის შესახებ დაკავებულმა გიორგი ტერიშვილმა დასკვნით სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
"მე არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის, ყველაზე დიდი დამნაშავე არის “ქართული ოცნების” პრემიერი და პროკურატურა, რომელიც ზის ახლა ჩვენ წინ და თავს ვერ სწევს. ასე იქნებით მთელი ცხოვრება, თავს ვერ აწევთ. 9 თვეა ვსხედვართ ციხეში, არანაირი მტკიცებულება. 9 თვის განმავლობაში წაგვართვეს ყველანაირი უფლება, შეკერეს ჩვენი საქმეები ისე, როგორც თვითონ უნდოდათ და მაგის თავიც არ აქვთ ნორმალურად შეკერონ.
მინდა პროკურატურას ვუთხრა, აქ გყავდათ მოყვანილი ცრუ მოწმე პოლიციელები, რომლებიც ისხდნენ და თვითონვე რცხვენოდათ თავიანთი თავის, თვითონვე წითლდებოდნენ თავიანთ სიტყვებში. რომელმაც ვალერი თეთრაშვილი დააკავა, ჰკითხეს, რომელიაო და ხელი ჩემკენ გამოიშვია, იმ დროს თეთრაშვილი დარბაზში არ იყო. ასეთი ცრუ მოწმე პოლიციელებით არის ეს ქვეყანა სავსე.
ჩვენ გვასამართლებენ საქართველოს სიყვარულის გამო, ჩვენ გვასამართლებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიდექით იქ, რომ დაგვეცვა ჩვენი საქართველო, გვინდა ევროპა და არ გვინდა რუსეთი.
გვყავს მთავრობა, რომელიც იწევს რუსეთისკენ. ჯალათი წულუკიანი გამოვიდა და საქართველოს დასდო ბრალი, ასეთი მთავრობა გვყავს და მალე უნდა მოვაშოროთ.
1992 წლის 2 თებერვალს მე ძმა დავკარგე, 17 წლის ბიჭი, საქართველოს დროსა ეჭირა და 300 000-იან მიტინგს მიუძღოდა წინ. ქართველმა ჯალათმა ესროლა ტყვია და ადგილზე დაიღუპა. საქართველოს ბევრი გმირი ჰყავს და ეს მთავრობა მათ სახელს ლახავს.
მინდა პროკურატურას ვუთხრა - გვასამართლებთ საქართველოს სიყვარულისთვის, მაგრამ გვჯერა, მალე გათენდება ის დღე, როცა საქართველოს ღალატისთვის გასამართლდებით, დასხდებით ჩვენს ადგილზე", - განაცხადა გიორგი ტერიშვილმა.
თაგები:
გიორგი ტერიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს