Logo

გიორგი თაბაგარი – არავინ ჭამს ამ ფაფხურს, სანამ ყველა ძალადობის ორგანიზატორს არ ვნახავთ გისოსებს მიღმა და ღარიბაშვილი არ დატოვებს თანამდებობას!

საზოგადოება
1289
Frontnews image description

“თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი შსს-ს დღევანდელს საგამოძიებო მოქმედებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ “ფაფხურს არავინ ჭამს”, სანამ 5 ივლისის ძალადობის ყველა ორგანიზატორი და ფიგურანტი ციხეში არ აღმოჩნდება, ხოლო პრემიერი – თანამდებობას არ დატოვებს. 

 

“შსს-ს 5 ივლისამდე ყოველ შეხვედრაზე ვაწვდიდით ინფორმაციას “ალტ ინფოს” ორგანიზებაზე, პირადადაც ჩავურთე ვიდეო ზურა მახარაძის ძალადობრივ მოწოდებაზე, იმეილებზეც დავუგზავნეთ სქრინები. მაშინ გამოკითხვაზე დაიბარეს თავის მოსაჩვენებლად და შემდეგ შეხვედრაზე თავიც მოიწონეს, აი ხო ვმუშაობთო.. შემდეგ იყო 1 ივლისი და ფილმის ჩვენება, სადაც ბოთლებს, ქვებს და კვერცხებს ისროდნენ გავეშებული ტერორისტები, ცდილობდნენ შენობაში შემოჭრას, სწორედ “ალტ ინფოს” ორგანიზებით. ხილული ძალადობაც არ აღმოჩნდა საკმარისი მათ დასაკავებლად.

 

5 ივლისამდე თუ ცოტათი საბელზე ჰყავდათ გამობმული, ხუთში საბოლოოდ აუშვეს ველური ცხოველები და პირდაპირ მოგვიქსიეს აქტივისტებს და ჟურნალისტებს. “პუბლიკას” მომზადებულ ვიდეოში ძალიან კარგად გამოჩნდა თუ როგორ ითანამშრომლა პოლიციამ ტერორისტულ დაჯგუფებასთან და მათ ლიდერებთან. იმაშიც გამოჩნდა, თუ რა ოპერატიულად იღებდნენ ეს ჯგუფები ჩვენი გადაადგილების მარშრუტებს და როგორღაც, ყოველ ჯერზე, პოლიციაზე ადრე ახერხებდნენ ყველგან მისვლას. ამიტომ, არავინ ჭამს ამ ფაფხურს, სანამ ყველა ძალადობის ორგანიზატორს არ ვნახავთ გისოსებს მიღმა! სანამ პოგრომის თანამონაწილე ღარიბაშვილი არ დატოვებს თანამდებობას!”- წერს თაბაგარი.

 

დღეს დილიდან, სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად, 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების სახლების ჩხრეკა და მათი გამოკითხვებზე დაბარება დაიწყო.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები