გიორგი თაბაგარი – დამირეკა ერთმა გამომძიებელმა და მამცნო, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრა საქმე, ადმინისტრაციულით


ავტორი
Front News საქართველო
“თბილისი პრაიდის” ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ პოლიციამ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული მუხლით საქმე აღძრა.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, საქმე უკავშირდება 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც მან პოლიციელს სატელეფონო საუბრისას აგინა.
“ფრიად უცნაური და მოულოდნელი ზარი მივიღე გუშინ. თან როუმინგზე ვარ და უცხო ზარებს არ ვპასუხობ ხოლმე, თუმცა ამ ზარს ვუპასუხე რატომღაც.
მოკლედ, ძველი თბილისის პოლიციიდან დამირეკა ერთმა გამომძიებელმა და მამცნო, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრა საქმე, ადმინისტრაციულით.
საქმე ეხება 5 ივლისს ჩემსა და ამ ადამიანს შორის შემდგარ სატელეფონო კომუნიკაციას.
ალბათ იკითხავთ რა მოხდა 5 ივლისსო?
2-3 საათია, ალბათ, 5 ივლისს და მეოთხე ადგილიდან ევაკუაციის პროცესში ვართ, ოფისები უკვე დარბეულია და ტერორისტები ქუჩებში ბოგინებენ, დაგსდევენ პირდაპირი მნიშვნელობით და პოლიცია არ მინახავს თვალით არსად. ასეთ დროს, მანქანით მივდივართ მორიგ ლოკაციაზე და მირეკავს ეს პოლიციელი, მშვიდად მეუბნება, რომ ოფისის დარბევის ფაქტზე გირეკავთ და იქნებ კარი გაგვიღოთ, რომ ზარალი აღვწეროთ და გამოძიება დაიწყოსო. იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზარი მთელი თავისი არსით, რომ ამ ტიპს ვაგინე. პოლიცია, რომელიც არსად არ იყო იმ დღეს, სადაც სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, 5 ივლისს 3 საათზე მირეკავდა ოფისის კარი გამიღე რომ დავათვალიეროთო.
არც ერთ სიტყვას არ ვნანობ! ველოდები ამ საინტერესო და აბსურდული საქმის განვითარებას”, – წერს გიორგი თაბაგარი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FGeorgi.Tabagari%2Fposts%2F10159789427108055&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”291″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
გიორგი თაბაგარი

სოსო გოგაშვილი – მითხრა, რომ მე ვიცოდი თუ როგორ ამუშავდებოდა სახელმწიფო მანქანა ჩემს წინააღმდეგ და ამ ომს მე ივანიშვილის წინააღმდეგ ვერ მოვიგებდი

გიორგი ბაჩიაშვილი – იმედს ვიტოვებ, რომ მოსამართლე იქნება სამართლიანი და შეაჩერებს ამ პროცესს, საქმე უნდა შეწყდეს

გიორგი გახარია – ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილმა დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი – ფული და ძალაუფლება