გიორგი თაბაგარი – მეორე ადამიანი იმსხვერპლეს “ალტ ინფოს” მოძალადეებმა


ავტორი
Front News საქართველო
2 ივლისს რომ აქციაზე კაცმა თავი დაიწვა, როგორც ჩანს, გარდაიცვალა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი თაბაგარი წერს.
“არ ვიცი, საშინელი ტრაგედიაა მართლა. რისთვის? რატომ? სრული სიგიჟეა მთელი ეს ისტორია!
მეორე ადამიანი იმსხვერპლეს “ალტ ინფოს” მოძალადეებმა. შარშან ლექსო მოკლეს თავის ხელით და წელს თავისიანი მიაყოლეს ზედ, ტვინის გამორეცხვის და ძალადობრივი აქციების ორგანიზებით!
საქართველოს მთავრობა, თქვენი პასუხისმგებლობაა ეს პირველ რიგში!”, – წერს თაბაგარი.
2 ივლისს პარლამენტთან აქციის მონაწილემ ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა.
მისი თქმით, არ უნდა ცოდვილ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ლგბტქ ადამიანებს იცავენ.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FGeorgi.Tabagari%2Fposts%2Fpfbid02VguT3SLJZBHa1QnjFSJfVYu1iN5dYw4tbvisbu1stVPM25dPH1HPxegRqokrTvFml&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”297″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს