გიორგი ტყემალაძე – დარწმუნებული ვარ, მომდევნო ოთხი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება


ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, წარმატებული რეფორმები და სამომავლო გეგმები – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ნუცუბიძის მეორე, მეოთხე და მეხუთე მიკრორაიონების მოსახლეობას გააცნო. გიორგი ტყემალაძემ ადგილობრივებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათი მხარდაჭერით, მომდევნო ოთხი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.
“ვაგრძელებთ ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს, ვეცნობით მათ საჭიროებებს და ვსაუბრობთ სამომავლო გეგმებზე. ძირითადი თემები, რაც ამ დროისთვის იკვეთება ეს. ეტაპობრივად, ყველა ის თხოვნა, რაც ადგილობრივებს აქვთ გადაწყდება და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო ოთხი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება”- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრაზე ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტიდან ნოდარ ტურძელაძე და ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდნენ.
თაგები:
გიორგი ტყემალაძე

ნიკოლ ფაშინიანი – დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელი ყველა ჩვენი ძალისხმევის და ერთობლივი ინიციატივების შედეგად იქნება ახალი ამბიციური პროექტების დასაწყისი

ლევან სანიკიძე – დარწმუნებული ვარ, ის სუსტი წერტილები, რაც ივანიშვილის ქონების მიმალვის სქემებს აქვს, კიდევ უფრო მალე იქნება გამოაშკარავებული

გიორგი ტყემალაძე წყნეთის მოსახლეობას შეხვდა