გიორგი ტყემალაძე – მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ერთად უნდა გადავწყვიტოთ

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები გამართა.
გიორგი ტყემალაძემ ფალიაშვილის, ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს ის პრიორიტეტები გააცნო, რომლებიც ვაკის რაიონის განვითარებისთვის, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აქტუალური იქნება.
მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, მნიშვნელოვანია მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს საკუთარი უბნის განვითარების დაგეგმვაში.
“ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, ვეცნობით მათ პრობლემებს და ვმსჯელობთ უბნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე, რადგან მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ერთად უნდა გადავწყვიტოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ რა მოსაზრებები და ხედვები აქვთ ადგილობრივებს თავიანთი უბნის განვითარებისთვის და ერთად განვსაზღვროთ ვაკის რაიონისთვის პრიორიტეტული მიმართულებები”- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თაგები:
გიორგი ტყემალაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


