გიორგი ცინცაძე - დიდ პატივთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვიყო ბათუმის მერი, წინ ამბიციური გეგმები გვაქვს


ავტორი
Front News საქართველო
წინ ძალიან დიდი და ამბიციური გეგმები გვაქვს, რომლებიც პირველ რიგში მიმართული იქნება ბათუმელების კეთილდღეობისკენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი ცინცაძემ განაცხადა.
გიორგი ცინცაძის თქმით, მისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ბათუმის მერობა.
"ბათუმი ჩემი მშობლიური ქალაქია. ამ ქალაქთან მაკავშირებს ჩემი ბავშვობა, საუკეთესო მოგონებები, პირველი მეგობრები. ჩემთვის ძალიან დიდ პატივთან ერთად, ასევე, უდიდესი პასუხისმგებლობაა ვიყო ამ ქალაქის მერი. წარმატებული რეგიონები არის მშვიდობიანი განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რაც ჩვენი მოსახლეობის ნება და ძირითადი არჩევანია“,- აცხადებს გიორგი ცინცაძე.
გიორგი ცინცაძის განცხადებით, ბათუმის ეკონომიკური პოტენციალი მხოლოდ ტურიზმის, პორტის და სამშენებლო სექტორით არ უნდა შემოიფარგლოს და მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ინდუსტრიული ზონების განვითარებას.
"ვფიქრობ, რომ ბათუმის ეკონომიკური პოტენციალი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ პორტის, სამშენებლო და ტურიზმის სექტორის მიმართულებით. უფრო მეტი ყურადღება უნდა გამახვილდეს ინდუსტრიული ზონის, თანამედროვე სტანდარტების ლოჯისტიკური ცენტრების და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
ასევე მნიშვნელოვანია, მეტი ყურადღება დაეთმოს მცირე და საშუალო ბიზნესს. მეტი ინვესტიცია უნდა მოვიზიდოთ, როგორც უძრავი ქონების მიმართულებით, ასევე თანამედროვე სტანდარტების სავაჭრო ცენტრების შესაქმნელად.
21-ე საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების და ციფრული სერვისების განვითარება, რაც უფრო გაუმარტივებს ჩვენს ბათუმელებს და ასევე, ვიზიტორებს სერვისების მიღებას“, - აცხადებს გიორგი ცინცაძე.
თაგები:
გიორგი ცინცაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს