Logo

გიორგი ცინცაძე - უნებართვოდ განთავსებული ობიექტების დემონტაჟის პროცესი ემსახურება კანონის აღსრულებას და ქალაქის ურბანული გარემოს მოწესრიგებას

რეგიონები
173
Frontnews image description

ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს უნებართვოდ განთავსებული და ქალაქის იერსახისთვის შეუსაბამო ობიექტების დემონტაჟის პროცესი. აღნიშნულთან დაკავშირებით ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, პროცესი ემსახურება, როგორც კანონის აღსრულებას, ასევე ქალაქის ურბანული გარემოს მოწესრიგებასა და ვიზუალური სტანდარტების გაუმჯობესებას.

ბათუმის მერმა განსაკუთრებულ ყურადღება გაამახვილა ბათუმის ბულვარზე და აღნიშნა, რომ ბულვარი წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოსა და სავიზიტო ბარათს, რის გამოც მისი განვითარება მიმდინარეობს წინასწარ შემუშავებული გენერალური გეგმის შესაბამისად, ლანდშაფტური, ეკოლოგიური და არქიტექტურული ღირებულებების დაცვით.

„ზოგადად ჩვენი ხედვაა, რომ ქალაქის განვითარება მიმდინარეობდეს თანამედროვე ურბანული სტანდარტების შესაბამისად. უფრო მეტი მწვანე სივრცე, კეთილმოწყობილი ბულვარი, თავისუფალი და მოწესრიგებული ქუჩები, სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ აქტიურად“, - განაცხადა გიორგი ცინცაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის უკვე განხორციელდა 100-მდე მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტის, 40-მდე კაფე-ბარისა და ბუნგალოს ტიპის ნაგებობის და 20-მდე კაფე-ბარზე მიშენებული უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი.

„ყველა შემთხვევაში პროცესი მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით, ხოლო ობიექტების მფლობელები წინასწარ არიან ინფორმირებულნი და ეძლევათ შესაბამისი ვადა, რათა შეძლონ ინვენტარისა და ტექნიკის უსაფრთხოდ გატანა“, - განაცხადა ბათუმის მერმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები