გიორგი ცინცაძე - ვპირდები ჩვენს მოსახლეობას მეტ გამჭვირვალობას, ღიაობას, ბათუმის ყველა უბნის თანაბარ განვითარებას


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს განაგრძობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მაქსიმალური კომუნიკაცია მოსახლეობასთან და ამ შეხვედრების შედეგად მიღებული ინფორმაციის გამოყენება სამომავლო პრიორიტეტებისა და სამუშაო გეგმის დასახვაში.
ბათუმის მერობის კანდიდატისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად გაგრძელდეს პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“. „ვფიქრობთ, ახალი ინსტრუმენტების შემოღებას და პროგრამის უფრო დახვეწას. გადაწყვეტილი გვაქვს, ჩვენს გუნდთან ერთად, ჩავატაროთ შეხვედრები მოსახლეობასთან, რომლებიც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობენ, მოვუსმინოთ მათ და ამ შეხვედრების შემდეგ უკვე დავსახოთ ის გეგმა, რომელიც უფრო გაამარტივებს და დააჩქარებს პროცედურებს“, - განაცხადა გიორგი ცინცაძემ.
ბათუმის მერობის კანდიდატის ინფორმაციით იგეგმება სიახლეები საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც. პირველ რიგში გაგრძელდება რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია. ასევე, პროექტირების პროცესშია ბათუმის შემოსასვლელი გზის მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად განტვირთავს სატრანსპორტო მოძრაობას გვირაბებიდან საბაგირომდე.
როგორც ბათუმის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, წინა წლებთან შედარებით, ბათუმში საერთაშორისო რეისების რაოდენობა დაახლოებით 40%-ით გაიზარდა. მისი თქმით, ტურისტული მიმართულებების ზრდასთან ერთად, აუცილებელია ქალაქის ინფრასტრუქტურის თანმიმდევრული და ხარისხიანი განვითარება, რათა ტურისტული და ურბანული განვითარება თანაბარ ტემპში.
თაგები:
ბათუმი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა