
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა წყალტუბოში, დევნილთა დასახლებაში მდებარე ახალი საბავშვო ბაღი დაათვალიერა.
მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა ბავშვებმა კომფორტულ გარემოში მიიღონ სკოლამდელი განათლება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა პროექტის განხორციელების დადებით მხარეებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქის ტერიტორიაზე კიდევ ერთი კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი მალე დაიწყებს ფუნქციონირებას.
საბავშვო ბაღის მოწყობის, ინვენტარითა და საჭირო ტექნიკით აღჭურვის საკითხებზე განმარტებები ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მმართველმა გიორგი იობიძემ გააკეთა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და გერმანიის განვითარების ბანკის(KIW) დაფინანსებით განხორციელდა.
წყალტუბოში დევნილთა დევნილთა დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის გახსნა დევნილი და ადგილობრივი მოსახლობის ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციას ითვალისწინებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს