გიორგი ვაშაძე – 22 მარტს გაიმართება მსვლელობა, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერას “მეგობარი აქტის“ მიმართ


ავტორი
Front News საქართველო
22 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე გაიმართება მსვლელობა, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერას “მეგობარი აქტის“ მიმართ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “MEGOBARI act -ის“ ინიციატივა საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა.
“22 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე გაიმართება მსვლელობა, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერას „მეგობარი აქტის“ მიმართ. ამერიკის „MEGOBARI act -ის“ ინიციატივა საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ადასტურებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან ურყევ ურთიერთობას. ეს არის გზავნილი, რომ საქართველო არ არის მარტო და რომ ჩვენი ბრძოლა დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის საერთაშორისო მხარდაჭერას იმსახურებს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
22 მარტს, 20:00 საათზე თბილისში “მეგობარი აქტის” მხარდამჭერი მარში გაიმართება. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

პეტრე ცისკარიშვილი - აშშ "მეგობარი აქტის" მიღებით ნათლად გამოხატავს მის მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ

ირაკლი ფავლენიშვილი - "მეგობარი აქტი" აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატულებაა ქართველი ხალხის მიმართ

ზელენსკი – გამოვხატავთ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას