გიორგი ვაშაძე – 26 ოქტომბერს ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და თქვენ მოგიჩენთ ძალიან მძიმე ადგილს


ავტორი
Front News საქართველო
26 ოქტომბერს არის არჩევნები, სადაც საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და თქვენ მოგიჩენთ ძალიან მძიმე ადგილს, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“მივმართავ ივანიშვილის პარტიას, პირადად ბიძინა ივანიშვილს – მართლა რა დღეში ხართ ხალხო, რა დღეში ხართ, რა დღეში ჩაგაგდოთ ივანიშვილის პარტიის ყველა წევრს ვეუბნები, ივანიშვილმა. ანტიქართული ქმედებები როდემდე უნდა გააგრძელოთ, რუსული კანონი ხომ პირდაპირ გზავნილია, რომ თქვენ არ გინდათ ევროკავშირი, რუსული კანონი არის გზავნილი, რომ თქვენ არ გაინტერესებთ საქართველოს განვითარება, არ გინდათ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია.
თქვენ გინდათ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გამდიდრდეთ და ხალხი გაღარიბდეს, თქვენ გინდათ ის, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ თქვენთვის არსებობდეს, მაგრამ ეს არ გაგივათ არცერთ შემთხვევაში, გასულ წელს ერთხელ ხომ უკან წაგაღებინათ ეს ყველაფერი ქართველმა ხალხმა, წელს 26 ოქტომბერს არის არჩევნები, სადაც საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და თქვენ მოგიჩენთ ძალიან მძიმე ადგილს.
ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ მივმართავ, რა გინდათ ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყნისგან, დაანებეთ ამ ქვეყანას თავი, დაგვანებეთ თავი, დაანებეთ ხალხს თავი, რაც მთავარია. საზოგადოებას მივმართავთ, ხალხო, უნდა გავერთიანდეთ, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე