
ავტორი
Front News საქართველო
5 ნომერი ამარცხებს 41-ს, აი, ეს არის განწყობა. ჩვენ გვინდა, რომ ყველა გავერთიანდეთ იმისათვის, რომ საქართველო წავიდეს ევროკავშირისკენ, დავასრულოთ ეს უბედურება, რაც ივანიშვილმა მოიტანა ქვეყანაში, მოვიშოროთ ეს ხალხი და გავაერთიანოთ ერი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანაში აღმშენებლობასა და განვითარებას მოიტანს.
“5 ნომერი ამარცხებს 41-ს, აი, ეს არის განწყობა. ჩვენ გვინდა, რომ ყველა გავერთიანდეთ იმისათვის, რომ საქართველო წავიდეს ევროკავშირისკენ, დავასრულოთ ეს უბედურება, რაც ივანიშვილმა მოიტანა ქვეყანაში, მოვიშოროთ ეს ხალხი და გავაერთიანოთ ერი, დავიწყოთ დიდი აღმშენებლობა, მოვიტანოთ 14 მილიარდი ევროკავშირისგან, შევქმნათ სამუშაო ადგილები, განვავითაროთ სოფლის მეურნეობა – წყალი, გზა, სწრაფი ინტერნეტი მივიყვანოთ აბსოლუტურად ყველა სოფელში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს