Logo

გიორგი ვაშაძე – ადამიანი, რომელიც ჩართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულებაში, არის გოგა ხაინდრავა

პოლიტიკა
08.07.2022 / 16:44
Frontnews image description

სანამ არ ვამხელთ ყველა აგენტს, რომელიც „ეფესბეს“ დავალებებს ასრულებს ქვეყანაში, მანამდე ეროვნული თანხმობა არ იქნება, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

 

“ვაპირებ დავასახელო პირველი სახელი და გვარი იმ ადამიანის, რომელიც ჩართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულებაში. ეს ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი, არიან ადამიანები, რომლებიც 1991 წლიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან იბრძვიან საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

 

ადამიანი, რომელიც ჩართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულებაში, თავს ესხმის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და აღვივებს რუსეთის უძლეველობის მითს, არის ბატონი გოგა ხაინდრავა, რომელსაც ყველა ძალიან კარგად იცნობთ. 

 

მამტკიცებელ საბუთად მინდა მოვიყვანო ჯაბა იოსელიანის წიგნი – “სამი განზომილება“, სადაც ის ამბობს, რომ 1992 წლის 6 იანვარს, ბარათაშვილის ხიდთან გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ და გია სვანაძის ბიჭებმა გაუხსნეს ცეცხლი ზვიად გამსახურდიას და მის მომხრეებს. ეს ადამიანი დღეს გამოდის და თავს ესხმის ამერიკას, ევროპას, სამშობლოს სიყვარულზე გველაპარაკება. ამ ყველაფერზე კი პასუხი არ გაუცია საქართველოს ისტორიის წინაშე. სანამ არ ვამხელთ ყველა აგენტს, რომელიც „ეფესბეს“ დავალებებს ასრულებს ქვეყანაში, მანამდე ეროვნული თანხმობა არ იქნება.

 

ამ პროცესს აუცილებლად გავაგრძელებთ და ყველას აუცილებლად დაგასახელებთ. მსგავს ადამიანებს გამოვამზეურებთ სისტემურად, რომ ხაინდრავათი დაწყებულმა, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტებმა და რუსმა აგენტებმა არ მოახდინონ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულების სისრულეში მოყვანა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Advertisement