
ავტორი
Front News საქართველო
ორ საათზე აღარ ვიკრიბებით სპორტის სასახლესთან, საიდანაც წინააღმდეგობის მსვლელობა უნდა გაგვეკეთებინა, ვიკრიბებით სამზე სააპელაციო სასამართლოსთან, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არავინ ელოდა, რომ სასამართლოში აღმოჩნდებოდა დამოუკიდებელი პირი და ხმის ფარულობის დარღვევას დაადასტურებდა.
“უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ჩვენ ამას არ ველოდით, რომ აღმოჩნდებოდა დამოუკიდებელი პიროვნება სასამართლოში, რომელიც ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებდა და ხმის ფარულობის დარღვევას დაადასტურებდა. მე მინდა სხვა მოსამართლეებს მივმართო – ხალხო, წარმოუდგენელია, 100%-ით დადასტურებულია, რომ ფარულობა არის დარღვეული და როგორ შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღოს მოსამართლემ, უბრალოდ დაფიქრდით. ორ საათზე აღარ ვიკრიბებით სპორტის სასახლესთან, საიდანაც წინააღმდეგობის მსვლელობა უნდა გაგვეკეთებინა, ვიკრიბებით სამზე სააპელაციო სასამართლოსთან. ჩვენი მთავარი სამიზნე ახლა არის სასამართლო და ცენტრალური კომისია. ჩვენ უნდა შევძლოთ, როგორმე, ამ ორი მიმართულებით წნეხის გაძლიერება. 3 საათზე გელოდებით სააპელაციო სასამართლოსთან, რადგან ჩვენი ხმა გავაგონოთ სააპელაციო სასამართლოს და მოსამართლეებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს