გიორგი ვაშაძე – ამ არჩევნების აღიარება არ მოხდება, ორშაბათს უნდა ვიყოთ ბევრი და ვიწყებთ ინტენსიურ პროტესტს


ავტორი
Front News საქართველო
ამ არჩევნების აღიარება არ მოხდება. ორშაბათს 7-ზე უნდა ვიყოთ ბევრი და ვიწყებთ ინტენსიურ პროტესტს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი ტოტალური სპეცოპერაცია არავის ჩაუტარებია “ქართული ოცნების” გარდა.
“ყველა მტკიცებულება მოგროვებულია, პირველადი დასკვნები გაკეთებულია. რომ იცოდეთ, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ ამ ტიპის ტოტალკონტროლით არჩევნები ჩატარებულიყო, რა სპეცოპერაციაც ჩაატარა “ქართულმა ოცნებამ” ასეთი რამ არ არსებობს. ამიტომ, ამ არჩევნების აღიარება არ მოხდება, პირველ რიგში, არც ჩვენი მხრიდან და არც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ამიტომ, ორშაბათს 7-ზე უნდა ვიყოთ ბევრი და ვიწყებთ ინტენსიურ პროტესტს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
4 ნოემბერს, 19:00 საათზე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები რუსთაველზე აქციას აანონსებენ. პროტესტის მთავარი თემა არჩევნების ხელახალი ჩატარების მოთხოვნაა.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე – ახლა, რაც მთავარია, საზოგადოებამ უნდა დაინახოს ევროკომისიის მოქმედება ამ ჩარჩოში და თვალი უნდა ვადევნოთ სამომავლოდ ქმედებებს

გიორგი ვაშაძე – უკრაინასა და საქართველოს ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ადამიანები “საბჭოთა ბაცილების” გარეშე

გიორგი ვაშაძე – ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, ერთად ვიყოთ და ამ დიდი ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ