
ავტორი
Front News საქართველო
ან იღებ ამ კანონს და ხარ ივანიშვილის პერსონალური ინტერესების გამტარებელი და რუსეთის მხარეს, ან ამ კანონს არ იღებ და ხარ საქართველოს მხარეს, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან შინაარსობრივ დისკუსიებში არშესვლა სწორი გადაწყვეტილებაა.
“ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ შინაარსობრივ დისკუსიებში არ შევიდა. ეს კანონი და ყველა მისი მუხლი არის რუსული და ამ კანონის გაპატიოსნება არის შეუძლებელი, წარმოუდგენელი. იქით, რომ ამბობენ დისკუსიისთვის დროაო, რა უნდა ვიდისკუსიოთ, ან იღებ ამ კანონს და შესაბამისად, ხარ ივანიშვილის პერსონალური ინტერესების გამტარებელი და რუსეთის მხარეს, ან ამ კანონს არ იღებ და ხარ საქართველოს მხარეს, ეს არჩევანი უნდა გააკეთოს აბსოლუტურად ყველამ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს