
ავტორი
Front News საქართველო
ამ სიტუაციაში დასავლეთმა კომპრომისი არ უნდა დაუშვას, ეს წაახალისებს რუსეთს, – ამის შესახებ Front News-ს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ბედი მომდევნო ათწლეულების განვითარების მიმართულებას განსაზღვრავს.
“რაც ახლა უკრაინაში ხდება, განვითარების თვალსაზრისით მომავალ 15-20 წელს განსაზღვრავს. ამ სიტუაციაში დასავლეთმა კომპრომისზე არ უნდა იფიქროს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი ჩათვლის, რომ კიდევ ერთი ბარტყი გადაუგდეს და შემდეგი ნადავლის მოპოვებისათვის გააგრძელებს ზრუნვას. უკომპრომისო უნდა იყოს პოზიცია, უკრაინა ამისათვის, რა თქმა უნდა, მზად არის, საქართველოს პოზიცია გაუგებარია. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის მიშვნელოვანია, რომ უკრაინის კრიზისში გაიმარჯვოს დასავლეთმა, დასავლურმა ღურებულებებმა, გაიმარჯვოს უკრაინამ”, – განაცხადა ვაშაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს