
ავტორი
Front News საქართველო
ამ თაღლითობაში ჩვენ არ გავყვებით, კობახიძეს ვეუბნები, არა 70, არამედ 100, – ამის შესახებ “სტარატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.
მისი თქმით, ელექტრონულად ხმის მიცემის სისტემა სრულად უნდა ამოქმედდეს.
ვაშაძის განმარტებით, ხელისუფლება ცდილობს მაღალმთიანი და ეთნიკური უმცირესობებით დასახელებული რეგიონები გაყალბებისთვის დაიტოვოს.
“ელექტრონულ სისტემას ვითხოვდით ჩვენ, ოღონდ ვითხოვთ არა 70-იან, არამედ 100 პროცენტში. მაღალმთიანი რეგიონები და ეთნიკური უმცირესობებით დასახელებული რეგიონები უნდათ გაყალბებისთვის დაიტოვონ. ეს არის რეალურად კობახიძის ამ ინიციატივის მიზეზი. თუ ვინმე მეტყვის, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, ის არის ჩვეულებრივი მატყუარა, თაღლითი. ამ თაღლითობაში ჩვენ არ გავყვებით. კობახიძეს ვეუბნები, არა 70, არამედ 100“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2024 წელს ამომრჩევლის 70 პროცენტი ხმის მიცემას ელექტრონულად შეძლებს.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს