გიორგი ვაშაძე - ამ უსამართლობის წინააღმდეგ ერთადერთი გზა კონსოლიდაცია და ერთად დგომაა

ავტორი
Front News საქართველო
ამ უსამართლობის წინააღმდეგ ერთადერთი გზა კონსოლიდაცია და ერთად დგომაა. ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს ამ მძიმე განსაცდელიდან გამოიყვანს, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ბრძოლა აუცილებლად სიმართლის გამარჯვებით დასრულდება.
"ამ უსამართლობის წინააღმდეგ ერთადერთი გზა კონსოლიდაცია და ერთად დგომაა. ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს ამ მძიმე განსაცდელიდან გამოიყვანს. ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ერს ვერ დაუპირისპირდება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც ამ უსამართლობის წყაროა. ეს ბრძოლა აუცილებლად სიმართლის გამარჯვებით დასრულდება. ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ელენეს!", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ,
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ელენე ხოშტარიას კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო თავისუფლების 1 წლით და 6 თვის ვადით აღკვეთა მიუსაჯეს. ხოშტარია საპატიმროში უკვე 6 თვეა, იმყოფება და შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




