
ავტორი
Front News საქართველო
ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, ეს არის ჩვენი დასკვნა მრავალი შეხვედრის შემდეგ, რომელიც კონგრესმენებთან, სენატორებთან და ბიზნესწრეებთან გვქონდა, – ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ერთიანობის” გამარჯვების შემდეგ ამერიკასთან უვიზო მიმოსვლა და მეტი ამერიკული ინვესტიცია იქნება.
“ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, ეს არის ჩვენი დასკვნა მრავალი შეხვედრის შემდეგ, რომელიც კონგრესმენებთან, სენატორებთან და ბიზნესწრეებთან გვქონდა.
უფრო მეტიც, ჩვენი ერთიანობის, ხუთი ნომრის გამარჯვება ამერიკასთან უვიზო მიმოსვლას, მეტ ამერიკულ ინვესტიციას, მეტ სამუშაო ადგილს, დიდ ბრენდებს, რომლებსაც საქართველოში შემოვიყვანთ და ძლიერ საქართველოს ნიშნავს, სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან ერთად.
მიმდინარე კვირაში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნება მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან და ჩვენს პარტნიორ სენატორებთან იმისთვის, რომ შევძლოთ საქართველოს და აშშ-ის მჭიდრო კავშირების აღდგენა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა “ერთიანობის” ლიდერთან გიორგი ვაშაძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით 19-22 აგვისტოს აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფება.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს