გიორგი ვაშაძე – აპირებ თუ არა ამ ყველაფრის გამო, ბოდიში მოუხადო ქართველ ხალხს? არის თუ არა ეს ანტიქართული მოქმედება?


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვემალებიან “ქართული ოცნების” ლიდერები, დებატებში ჩვენთან არ მოდიან და თქვენ მაინც დაუსვით კითხვა – აპირებს თუ არა ირაკლი კობახიძე ბოდიშის მოხდას იმის გამო, რომ ხელი ჩამოართვა ადამიანებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?! – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა და “ერთიანობის” წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“თქვენი მთავრობის მოქმედებიდან გამომდინარე, 95 მილიონი დაიბლოკა საქართველოსთვის. “რუსული კანონი” სულ უფრო და უფრო ძვირი უჯდება ჩვენს სახელმწიფოს. ერთ დღეში თქვენ ერთი ხელით დაბლოკეთ 95 მილიონი დოლარი, მეორე ხელი კი ჩამოართვით “ჰეზბოლას” და “ჰამასის” ლიდერებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომლებიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ცნობენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.
მე კითხვას გისვამ, ირაკლი – აპირებ თუ არა ამ ყველაფრის გამო, ბოდიში მოუხადო ქართველ ხალხს? არის თუ არა ეს ანტიქართული მოქმედება?
კიდევ რამდენი უნდა დაუჯდეს საქართველოს “რუსული კანონის” მიღება?! კიდევ რამდენად უნდა გაღარიბდეს ქართველი ხალხი თქვენი ამ ანტიქართული ქმედების გამო?!
არის თუ არა ეს ზიანი?! ამ გზას ხომ საქართველო გაღარიბებისა და გაკოტრებისკენ მიჰყავს?!
მედიას მინდა, მივმართო – ჩვენ გვემალებიან “ქართული ოცნების” ლიდერები, დებატებში ჩვენთან არ მოდიან და თქვენ მაინც დაუსვით კითხვა – აპირებს თუ არა ირაკლი კობახიძე ბოდიშის მოხდას იმის გამო, რომ ხელი ჩამოართვა ადამიანებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?!”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე