გიორგი ვაშაძე – არ მინდა, რომ ეს ადამიანები ამერიკის სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდნენ


ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ აუცილებელია, ოფიციალურად მოხდეს უარყოფა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებისა იმის შესახებ, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.
“მყისიერად იყო პასუხი ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან (ენტონი ბლინკენის განცხადება), რომ ნატოს კარი ღიაა საქართველოსა და უკრაინისთვის, თუ ისინი კვლავაც ისწრაფვიან წევრობისკენ და თუ ისინი დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს, პროცესი წინ წავა და დაჩქარდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძემ ხაზი გაუსვა, განცხადებაში მოყვანილ აქცენტს „კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე.
“ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა, დემოკრატიული რეფორმები, პოლიტიკურ დევნაზე უარის თქმა, ის უამრავი ეკონომიკური რეფორმა, რომელიც გასატარებელია, მაგრამ რა ხდება რეალურად დღეს ქვეყანაში? სამწუხაროდ, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზას აფერხებს და პუტინისა და რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეა ის გადაწყვეტილებები, რასაც „ქართული ოცნება“ ბოლო პერიოდში იღებს“, -განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა დეპუტატმა.
მისი თქმით, სწორედ პუტინისა და რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეობაა ის ფაქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნატოს კომუნიკეში მოხსენიებულ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირება გაუკეთა, უარს ამბობს რა სასამართლო რეფორმაზე, საკონსტიტუციო რეფორმაზე, არ მიმდინარეობს ეკონომიკური რეფორმები და სიღატაკეში იღრჩობა ქვეყანა, უამრავი ადამიანი ქვეყანას ტოვებს სარჩოს მოსაძიებლად.
“რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეობაა, როდესაც თქვენ ცესკო-ს თავმჯდომარის წესის რევერსი გინდათ გააკეთოთ, რომელიც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგების გარანტიის ქვეშ იქნა მიღებული 19 აპრილის შეთანხმებით. ჩვენი უსაფრთოხების გარანტია მხოლოდ ნატოში ინტეგრაციის დაჩქარება შეიძლება იყოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, მთელმა მსოფლიომ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ტუპიცკი იმით, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიყვანა სანქცირებულ პირთა სიაში.
“ტუპიცკი შეიყვანა იმის, გამო, რომ მან ატიკონსტიტუციურად ცნო ის ანტიკორუფციული და სასამართლო რეფორმები, რომელიც დასავლელი პარტნიორების მოთხოვნით და, სხვათა შორის, ჩემი და ჩვენი გუნდის პირადი მონაწილეობით იქნა მიღებული უკრაინაში. ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა მოქმედ მოსამართლეზე აშშ-მ გამოიყენა სანქციები. ნამდვილად არ მინდა, საქართველო მივიდეს იქამდე, რომ ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ეწინააღმდეგებიან რეფორმებს, მოხვდნენ ამერიკის სანქცირებულ პირთა სიაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე – ძალიან მინდა, ეს ხალხი პარლამენტში ოპოზიციის რანგში ვიხილო, განსაკუთრებით კობახიძის და ივანიშვილის ნახვა მინდა

გიორგი ვაშაძე – უკრაინასა და საქართველოს ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ადამიანები “საბჭოთა ბაცილების” გარეშე

გიორგი ვაშაძე – ეს არის შიდა დაპირისპირებები კლანებს შორის, რომლებსაც არ უნდათ, რომ იყვნენ სანქცირებული