
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან სიღრმისეული საუბარი გვქონდა და კარგად აქვთ გაცნობიერებული, სად არის ახლა სიტუაცია. ჩვენ ვართ ლეგიტიმაცია, ლეგიტიმური ხალხი ანუ ხალხშია ახლა ლეგიტიმაცია და არა „ქართულ ოცნებაში“, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროპელ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აქ არის ძალიან ფართო სპექტრ ნაბიჯებზე საუბარი, რაზეც იყო ახლა მსჯელობა, დაწყებული ინდივიდუალური სანქციებით, გაგრძელებული, როგორი უნდა იყოს საერთაშორისო რეაქცია.
“ძალიან სიღრმისეული საუბარი გვქონდა და კარგად აქვთ გაცნობიერებული, სად არის ახლა სიტუაცია. ჩვენ ვართ ლეგიტიმაცია, ლეგიტიმური ხალხი ანუ ხალხშია ახლა ლეგიტიმაცია და არა „ქართულ ოცნებაში“. ეს არის ძალიან მკაფიო, ამიტომ არა მხოლოდ სანქციებზე, აქ არის ძალიან ფართო სპექტრ ნაბიჯებზე საუბარი, რაზეც ჩვენ გვქონდა ახლა მსჯელობა, დაწყებული ინდივიდუალური სანქციებით, გაგრძელებული, როგორი უნდა იყოს საერთაშორისო რეაქცია, როგორ ვაქციოთ ეს კონკრეტულ მექანიზმებში. ჩვენ ამაზე ძალიან სიღრმისეულ ვიმსჯელებთ და ვფიქრობ, გამარჯვება აუცილებლად ჩვენი იქნება”, – განაცხადა ვაშაძემ.
თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპელი დეპუტატები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს